Thumbnail

რაგბი ევროპის სკანდალი დასრულდა | რუსეთი მსოფლიოს თასზე ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ესპანეთისა და რუმინეთის რაგბის კავშირების აპელაცია არ დაკმაყოფილდა
  • დისკვალიფიკაცია ძალაშია, გადაწყვეტილება საბოლოოა

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის დამოუკიდებელმა სააპელაციო კომიტეტმა არ დააკმაყოფილა ესპანეთისა და რუმინეთის რაგბის კავშირების საჩივრები. ასე რომ, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ორივე ნაკრებს შეუნარჩუნა დისკვალიფიკაცია.

სააპელაციო კომიტეტმა სადისციპლინოს გადაწყვეტილება გაიმეორა. ესპანელებმა და რუმინელებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მორაგბეების ნატურალიზაცია წესების დაცვით მოახდინეს. 

სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება საბოლოოა - რუსეთი 2019 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშებს, გერმანია პლეი ოფში პორტუგალიას შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები