Thumbnail
  • ლოიოლა 70:58 პორტლენდი | ალექს მერკვილაძე - 12 ქულა, 3 მოხსნა
  • 19 წლის ქართველი ფორვარდის საუკეთესო მატჩი სეზონში

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგის (NCAA) I დივიზიონის დასავლეთ სანაპიროს კონფერენციაში ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტმა ლოს ანჯელესში პორტლენდის კოლეჯს უმასპინძლა და 70:58 დაამარცხა. ქართველი მძიმე ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ 21 წუთში მან ნაყოფიერად ითამაშა - მან მეტოქეს 12 ქულა ჩაუგდო (8-დან 4 თამაშიდან, 5-დან 4 საჯარიმო). სამწუხაროდ, ალექსმა სამივე სამქულიანი ააცილა. 19 წლის მერკვილაძის ანგარიშზე 3 მოხსნაცაა. 12 ქულა მისთვის ლოიოლას კოლეჯში კარიერის საუკეთესო შედეგია.   

ლოიოლა მერიმაუნტს სეზონში 8-7 ბალანსი აქვს, პორტლენდს - 10-8. 20 იანვარს ალექს მერკვილაძის გუნდი პეპერდინის კოლეჯს ეთამაშება. 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მერკვილაძე კალ სტეიტის კოლეჯში თამაშობდა, თუმცა იქ თავი გამოიჩინა (საშუალოდ 10 ქულა და 7 მოხსნა) და უფრო ძლიერმა კოლეჯმა მიიწვია. ალექსი NCAA-ის ელიტაში ყველაზე ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელია. 


II დივიზიონში ამერიკის საერთაშორისო კოლეჯმა 84:92 წააგო ასუმპშენთან. წაგებულთა რიგებში 14 წუთი ითამაშა ბუკა ფეიქრიშვილმა, მის აქტივში მხოლოდ თითო მოხსნა და ჩაჭრაა. ამავე დივიზიონში ნიაკმა 61:76 დათმო ჯეფერსონთან. წაგებულთა რიგებში რევაზ ჩიქოვანმა 25 წუთში 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები