Thumbnail

NBA | ‘ეს საქმე მხოლოდ მე არ მეხება’ - კაირი ირვინგი მაინც არ იცრება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

მიუხედავად იმისა, რომ კევინ დურანტს სერიოზული ტრავმა აქვს და მისი არყოფნა ბრუკლინ ნეტსისთვის მძიმე დანაკლისია, კაირი ირვინგი მაინც არ აპირებს, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას, რაც მას ყველა მატჩში მონაწილეობის უფლებას მისცემდა. ამის შესახებ ბრუკლინის ვარსკვლავმა თვითონ ისაუბრა.

“ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი,” - განაცხადა ირვინგმა კლივლენდ კავალიერსთან მარცხის (107:114) შემდეგ. ეს იყო პასუხი კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას მისი ვაქცინაციის სტატუსზე დურანტის ტრავმა, რომელიც ნეტსს სავარაუდოდ თვენახევარი ვეღარ დაეხმარება. როგორც იცით, კაირი აუცრელია და მხოლოდ გასვლით მატჩებში მონაწილეობა შეუძლია, ნიუ იორკში კი თამაში აკრძალული აქვს.

'მხოლოდ NBA-ს ამბების გამო არაფერს გადავიფიქრებ!' - კაირი ირვინგი

“კევინი გამოჯანმრთელდება, ჩვენ კი ამ სიტუაციას უნდა შევეგუოთ. ახლა გუნდის სხვა კალათბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ როცა საქმე ეხება აცრას და ჩემს ცხოვრებას კალათბურთს მიღმა, გადაწყვეტილებას არ ვცვლი. არაფერს გადავიფიქრებ მხოლოდ NBA-ს ამბების გამო, რაც თურმე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება.” - ესეც კაირის სიტყვებია.

კაირი ირვინგი კლივლენდთან მატჩში

მან კიდევ თქვა რაღაცები: “ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ. დიდებულია, როცა კალათბურთის თამაში შეგიძლია. მადლობელი ვარ ამ შესაძლებლობისთვის. მიყვარს ჩემს გუნდთან ერთად ყოფნა. მიყვარს ბრუკლინისთვის თამაში. თუმცა საკმარისი დრო გავატარე დისტანცირებულ მდგომარეობაში საიმისოდ, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე მეფიქრა, ყველაფერი გამეაზრებინა და ძლიერი დავრჩენილიყავი. საქმე მხოლოდ მე არ მეხება.”

კლივლენდში გამართული მატჩი კაირი ირვინგისთვის (27 ქულა, 9 პასი) მიმდინარე სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მესამე იყო…

კომენტარები

ბოლო ამბები