Thumbnail

NBA | ვესტბრუკის სასწაული ჩატენვა, ლებრონის 25 - ლეიკერსმა, როგორც იქნა, მოიგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლოს ანჯელეს ლეიკერსი 101:95 იუტა ჯაზი
  • ლეიკერსმა 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა
  • რასელ ვესტბრუკმა, სავარაუდოდ, წლის ‘დანქი’ შეასრულა

ეს არა მარტო ლეიკერსისთვის, არამედ, შესაძლოა, რასელ ვესბრუკისთვისაც გარდამტეხი მატჩი აღმოჩნდეს.

იუტა ჯაზთან 101:95 მოგებულ შეხვედრაში, რითაც ლეიკერსმა სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, ვესტბრუკმა რუდი გობერს ბურთი იმდენად საოცრად ‘გადაატენა’, რომ დიდი შანსია, ეს წლის საუკეთესო ‘დანქი’ იყოს.

გარდა მნიშვნელოვანი გამარჯვებისა, ლოსანჯელესელებმა საკუთარ პუბლიკას საკმაოდ კარგი შოუც შესთავაზეს. რაც შეეხება ვესტბრუკის ჩატენვას - ეს მომენტი მინიმუმ ერთი კვირა ყველა მიმოხილვაში იტრიალებს, სოციალურ ქსელებში კი უკვე ‘ვირუსულად’ გავრცელდა.

ყველაზე პროდუქტიული ლებრონ ჯეიმსი გახლდათ - 25 ქულით, 7 მოხსნით და ამდენივე პასით. იუტადან ყველაზე მეტი ქულა ჯაზის ცენტრმა, რუდი გობერმა დააგროვა - 19 და ამას 16 მოხსნაც დაამატა, რითაც ორმაგი დუბლი შეასრულა,  მაგრამ თამაშის შემდეგ, ცხადია, ყველა იმ 'დანქზე' ლაპარაკობდა. კიდევ ერთხელ

44 მატჩის შემდეგ ლეიკერსს ახლა 22 გამარჯვება და 22 მარცხი აქვს. ლებრონის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრა კი 20 იანვარს, გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსთან უწევს. იუტა 29 მოგებით და 15 მარცხით დასავლეთში მე-4 ადგილზეა. გობერი და კომპანია 20 იანვარს ჰიუსტონ როკეტსს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები