Thumbnail

სისხლიანი ზაბივაკა | კიეველმა მხატვარმა მუნდიალის მასპინძელი რუსეთი ამხილა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ანდრეი ერმოლენკომ მსოფლიოს ჩემპიონატს "სისხლიანი" პლაკატების სერია მიუძღვნა
  • უკრაინელმა მხატვარმა ამ გზით რუსეთი წარმოაჩნა, როგორც აგრესორი სახელმწიფო
  • პლაკატებში მსოფლიოს წინაშე ჩადენილი რუსეთის ცოდვებია გადმოცემული 

უკრაინელმა მხატვარმა ანდრეი ერმოლენკომ "სისხლიანი" პლაკატების სერია შექმნა, რომელიც რუსეთში გასამართ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს ეძღვნება.

კიეველი მხატვარი ამ გზით რუსეთს წარმოაჩენს, როგორც აგრესორ სახელმწიფოს და ხაზს უსვამს მის სამხედრო დანაშაულს როგორც უკრაინის, ისე მთელი მსოფლიოს წინაშე.  

თითოეული პლაკატი ეძღვნება მოვლენას, რომელიც ერმოლენკოს აზრით, მუნდიალის ბოიკოტირებისთვის საკმაო მიზეზია. მათ შორის - ყირიმის ანექსია, უკრიანის აღმოსავლეთში სეპარატისტთა მხარდაჭერა, დონეცკთან "ბოინგის" ჩამოგდება, ალეპოს დაბომბვა, უკრაინელი პოლიტპატიმრები რუსეთში, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა და ა.შ. მხატვრის ნამუშევრებში ასევე გვხდება სისხლიანი "ზაბივაკა" - მუნდიალის თილისმა.  

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

სისხლიანი მუნდიალი 2018

ანდრეი ერმოლენკო რუსეთს სისხლიან წითელ ბარათს უჩვენებს, რითაც ფეხბურთში მოედნიდან მოთამაშის გაძევებას აღნიშნავენ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს რუსეთი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.

მუნდიალის ბოიკოტორიების საკითხს აქტიურად განიხილავდნენ დიდ ბრიტანეთსა და სხვა სახელმწიფოებში.

რუსეთში გასამართ მუნდიალს "ისლამური სახელმწიფო" ემუქრება, რომელმაც განზრახვა პლაკატებით გაამხილა.

კომენტარები

ბოლო ამბები