Thumbnail
  • ზენიტი 81:68 ცსკა
  • თორნიკე შენგელია - 18:29 წუთი: 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი

VTB გაერთიანებული ლიგის მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად ზენიტთან დამარცხდა - 68:81. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 18:29 წუთი ითამაშა და ცსკა-ს 8 ქულა მოუტანა (7-დან 3 თამაშიდან, ორივე საჯარიმო). ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 4 მოხსნა, 2 პასი (რომელთაგანაც ერთი ბრწყინვალე სანახავი იყო). თორნიკემ ორჯერ დაკარგა ბურთი და 2 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

ცსკა-მ ყველა ტურნირში ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ პირველად წააგო. შენგელიას გუნდი ბოლოს 23 დეკემბერს სტუმრად რეალთან (ევროლიგა) დამარცხდა. მას შემდეგ კი ენისეი, სარატოვი, პანათინაიკოსი და ვილერბანი დაამარცხა. 

VTB ლიგაზე ცსკა-ს 11-დან 8 მოგება და 3 მარცხი აქვს, ისევე როგორც ზენიტს და მე-4 პოზიციაზეა. 24 იანვარს შენგელიას გუნდი კალევს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები