Thumbnail
  • ავსტრალიიდან დეპორტირებული ნოვაკ ჯოკოვიჩი სერბეთში დაბრუნდა
  • მსოფლიოს პირველ ჩოგანს აეროპორტში ფანები და ჟურნალისტები ელოდნენ

ნოვაკ ჯოკოვიჩს ბელგრადის აეროპორტში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა, მაგრამ ავსტრალიიდან დეპორტირებულმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა აეროპორტი საიდუმლო გასასვლელიდან დატოვა.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ 34 წლის ნოლე იქვე მოაწყობდა პრესკონფერენციას, რის გამოც გულშემატკივრებთან ერთად, აეროპორტში ჟურნალისტებიც ელოდებოდნენ, მაგრამ დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებული არ გამოჩენილა.

ბელგრადის აეროპორტთან ჯოკოვიჩის გამო ხალხმრავლობა იყო

ასევე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ჯოკოვიჩი ბელგრადიდან პირდაპირ ესპანეთში გაფრინდებოდა. მას მარბელიაში სახლი აქვს და იქ ვარჯიშობს ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, სამშობლოში დარჩენა გადაწყვიტა, სავარაუდოდ, ესპანეთშიც კორონა-ქაოსი ელოდა.

სწორედ მარბელიაში ვარჯიშობდა ნოლე დეკემბრის ბოლოდან 4 იანვრამდე. არადა, 20 სექტემბრის შემდეგ სერბეთის მოქალაქეებს ესპანეთში შესასვლელად სპეციალური ნებართვები სჭირდებათ - თუკი აცრილები არ არიან. არც ესპანეთის საელჩოში და არც ესპანეთის საგარეო სამინისტროში მას ამ ნებართვაზე განაცხადი არ შეუტანია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, როგორ ჩავიდა ესპანეთში, სადაც გულშემატკივრებთანაც ჰქონდა კონტაქტი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები