Thumbnail

გადამწყვეტი მატჩების მოლოდინში - ბილეთების გაყიდვა დაწყებულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 29 ივნისი: საქართველო - სერბეთი
  • 2 ივლისი: საქართველო - ავსტრია

11 ივნისს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბება და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას დაიწყებს.

ილიას ზუროსის გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში 4 მატჩი უკვე გამართა: გერმანიასთან ორჯერ დამარცხდა, სერბეთთან გასვლითი მატჩი წააგო, ავსტრიის ნაკრები კი სტუმრად დაამარცხა.

დარჩენილ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები თბილისში ჩაატარებს: 29 ივნისს სერბეთთან და 2 ივლისს ავსტრიასთან.

როგორც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდი იუწყება, აღნიშნულ მატჩებზე ბილეთების ონლაინ-გაყიდვა უკვე დაიწყო. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე შეუძლიათ. 

ბილეთების ფასებია 5, 10, 15 და 25 ლარი, თუმცა ორივე მატჩზე დასასწრები ბილეთის ერთდროულად შეძენის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ფასდაკლება

საქართველოს ნაკრები 11 ივნისს შეიკრიბება

 

კომენტარები

ბოლო ამბები