Thumbnail

22 წლის ქართველმა კალათბურთელმა ნიკა მეცხვარიშვილმა, რომელიც NCAA-ში ლუიზიანა მონროს ღირსებას იცავს, კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა არლინგტონს ოვერტაიმში 62:55 სძლია, ქართველი მძიმე ფორვარდი კი 23 ქულით ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

მეცხვარიშვილმა მოედანზე 41 წუთი გაატარა და აქტივში 4 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრაც ჰქონდა. ნიკამ 9-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში 8 საჯარიმო პირველად ჩააგდო.

“ნიკას არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა”, - განაცხადა ლუიზიანელთა მთავარმა მწვრთნელმა კეიტ რიჩარდმა. საინტერესოა, რომ მეცხვარიშვილმა მიმდინარე სეზონში 20 და მეტი ქულა მეოთხედ ჩააგდო, ბოლო ექვს მატჩში კი საშუალოდ 17 ქულა აქვს. არლინგტონთან 62 ქულიდან 50 სწორედ ნიკამ,

ჰარისონმა და ჰოუელმა ჩააგდეს, რამაც მათი თანაგუნდელი ელაიჯა გონსალესიც აღაფრთოვანა: “ამ სამეულმა უდიდესი სამუშაო გასწია, თანაც იმ დროს, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა”.

ლუიზიანა მონროს მიმდინარე სეზონში 10 მოგება და 8 მარცხი გააჩნია, მომდევნო მატჩი კი 20 იანვარს ტროასთან ელის.

Nika Metskhvarishvili scored a career-high 23 points and Russell Harrison recorded his seventh career double-double with...

Posted by ULM Warhawks on Saturday, January 15, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები