Thumbnail

'თამაშზე არ წამოვიდა' - მარსიალს იუნაიტედში გაჩერება აღარ უნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფრანგით სევილიაა დაინტერესებული
  • ტრაფორდზე მარსიალის 7-წლიანი კარიერა, დიდი ალბათობით წელს დასრულდება

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი ამბობს, რომ ანტონი მარსიალმა შაბათს ასტონ ვილას წინააღმდეგ გამართული მატჩის განაცხადში ყოფნა არ ისურვა.

26 წლის საფრანგეთის ნაკრების წევრმა, რანგნიკს განუცხადა, რომ იუნაიტედში თამაში აღარ სურს და თვის ბოლომდე გუნდიდან წასვლა უნდა.

ერთადერთი კლუბი, რომელსაც მარსიალის გადაბირება სურს, ჯერ-ჯერობით სევილიაა. ფრანგს სასტარტოში მატჩი 2 ოქტომბრის შემდეგ არ დაუწყია, ხოლო ბოლოს წითელი ფორმით 2 დეკმებერს ითამაშა.

"შემადგენლობაში ყოფნა არ მოისურვა..." - ამბობს რანგნიკი. "შემადგენლობში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდს არ გამოყვა, ეს არის მიზეზი, თუ რატომ არ იყო დღეს მოედანზე."

მარსიალს იუნაიტედის ფორმით 173 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 56 გოლის გატანა შეძლო. ჟოზე მოურინიოს და კლუბის ხელმძღვანელობას შორის პირველი კონფლიქტი, სწორედ ფრანგის გამო მოხდა - 2018 წლის ზაფხულში, ჟოზეს მისი გაყიდვა სურდა.

რანგნიკის პრესკონფერენციის შემდეგ, მარსიალმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებას უარყოფს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები