Thumbnail

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ბოლო დღეს ერთეულებში ანასტასია გუბანოვამ დაასრულა ასპარეზობა. ქართველი სპორტსმენი მოკლე პროგრამის შემდეგ 67.02 ქულით მე-6 პოზიციაზე იყო, თუმცა თავისუფალში წარუმატებლად გამოვიდა. 

თავისუფალ პროგრამაში ანასტასიამ 121.15 ქულა მიიღო, რაც მხოლოდ მეცხრე შედეგი იყო ყველა მონაწილეს შორის. საბოლოოდ, ორი დისციპლინის ჯამში 19 წლის მოციგურავემ მე-9 ადგილი დაიკავა 188.17 ქულით.

მორის ყვითელაშვილმა თავისუფალი პროგრამა ჩააგდო

ვაჟებში ევროპის ჩემპიონატი მორის ყვითელაშვილმა 253.91 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა. მოკლე პროგრამის შემდეგ ის მე-4 იყო, მაგრამ თავისუფალში მხოლოდ მე-8 შედეგი დააფიქსირა: "თავიდანვე შეცდომით დავიწყე. შემდეგ ყოველ ილეთზე ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ქულა შემენარჩუნებინა, ისევ შეცდომა და უკვე მალე დასრულებაზე ვფიქრობდი. მომავალში უკეთ ვიასპარეზებ", - თქვა მან. 

ყველაზე კარგად კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა იასპარეზა, რომელთაც სადებიუტო ევროზე მე-4 შედეგი აჩვენეს და სპეციალისტების მოწონებაც დაიმსახურეს.  

კომენტარები

ბოლო ამბები