Thumbnail

მოგება ტაჯიკეთთან - ფუტსალის ნაკრებს ევროპამდე ერთი მატჩი რჩება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 6:2 ტაჯიკეთი
  • ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე კიდევ ერთ მატჩს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ამხანაგურ მატჩებს მართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ტაჯიკეთის ნაკრებთან პირველ ამხანაგურ მატჩში 6:2 მოიგო.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 11 იანვარს შეიკრიბა. ამ მატჩის გარდა, ქართველები ტაჯიკებთან 16 იანვარსაც ითამაშებენ.

პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა. თავი ელისანდრომ, თალესმა (2), შოთა თოფურიამ, ნიკოლოზ კურტანიძემ და არჩილ სებისკვერაძემ გამოიჩინეს.

სებისკვერაძემ მატჩის ბოლო გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. ასათიანის შეგირდები D ჯგუფში გამოვლენ, სადაც აზერბაიჯანს (22 იანვარი), ბოსნიასა (26 იანვარი) და ესპანეთს (29 იანვარი) ეთამაშებიან. სამივე მატჩი ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ზვიად კუპატაძე, თალესი, შაგინია, არჩილ სებისკვერაძე, ელისანდრო, თორნიკე ბუკია, ალექსანდრე ჯამბურია, შოთა თოფურია, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუათ, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნუკრი ჭუმბურიძე, ნიკოლოზ კურტანიძე

კომენტარები

ბოლო ამბები