Thumbnail

როგორც ჩანს, 27 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სეზონს ფეჰერვარში აღარ ჩაამთავრებს. ამ წუთებში უნგრული კლუბი მის გარეშე ამხანაგურ მატჩს მართავს ავსტრიულ შტურმთან (ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია). ბუდუს პოლონური შლიონსკის წინადადება აქვს, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით ის უნგრეთს არ დატოვებს და იჯარით ზალაეგერშეგიში გადავა. 

ფეჰერვარი 17 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-4 პოზიციაზეა და 6 ქულით უსწრებს მე-5 ადგილზე მყოფ ზალაეგერშეგის. ფეჰერვარში ბუდუს კენან კოდროსა (9 გოლი) და ნემანია ნიკოლიჩის (3) სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს, კარგად თამაშობს უკრაინელი ივან პეტრიაკიც (5). ქართველ ფეხბურთელს ტრავმისა და კორონავირუსის გამო ბევრი გაუცდა, ამ სეზონში მას სულ ორი გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი. ბუდუ ზალაეგერშეგიში იჯარით სეზონის ბოლომდე დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები