Thumbnail

'დღეს ფეხბურთს აღარ უყურებენ' - ქარიმ ბენზემას ეს არ მოსწონს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის 34 წლის ფორვარდმა თანამედროვე ფეხბურთზე აზრი გამოთქვა
  • ფრანგის აზრით, დღეს ფეხბურთში მხოლოდ სტატისტიკას აკვირდებიან

მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემა თანამედროვე ფეხბურთზე აზრი გამოთქვა. 34 წლის ფეხბურთელი წუხს, რომ ადამიანები თამაშს 90 წუთის განმავლობაში აღარ უყურებენ და მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით აფასებენ ამა თუ იმ მოთამაშეს. 

"დღეს ფეხბურთს აღარ უყურებენ ისე, როგორც უწინ. თამაშს თვალს 90 წუთის განმავლობაში აღარავინ ადევნებს. არსებობს სოციალური ქსელები და დღეს აღარ ხარჯავენ დროს იმისთვის, რომ ფეხბურთელის მოედანზე მოქმედებებს დააკვირდნენ. ხედავენ მხოლოდ იმას, თუ ვინ გაიტანა გოლი და მეორე დღეს მას საუკეთესოდ ასახელებენ. 

მსგავსი რამ თავადაც გადამხდა - არ ჩამიტარებია კარგი მატჩი, მაგრამ გამიტანია გოლი და საუკეთესოდ დავუსახელებივარ. ასეთი ფეხბურთი მე არ მომწონს, მაგრამ მომავალში მსგავსი რამ სულ უფრო ხშირი იქნება. ფეხბურთი გადაიქცა სპორტად, რომელშიც მხოლოდ სტატისტიკას აკვირდებიან. ამას შეჩვევა სჭირდება და მე ეს კარგად მოვახერხე", - თქვა ფრანგმა ფორვარდმა.

ქარიმ ბენზემამ მადრიდის რეალის მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის 26 მატჩში ითამაშა, გაიტანა 23 გოლი და მიითვალა 9 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები