Thumbnail

უსაინ ბოლტის საფეხბურთო კარიერა დაიწყო - მატჩი ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნორვეგია (u19) 1:0 სტრომგოდსეტი
  • უსაინ ბოლტის საფეხბურთო კარიერის დასაწყისი

მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, უსაინ ბოლტმა კარიერა ერთი წლის წინ დაასრულა, თუმცა მან ფეხბურთში გადაინაცვლა და ახლა იქ ცდილობს თავის დამკვიდრებას. მას 2016 წლიდან სურდა მანჩესტერ იუნაიტედში თამაში, რამდენიმე დღის განმავლობაში დორტმუნდის ბორუსიაშიც ვარჯიშობდა. საბოლოოდ, ბოლტმა თავის გუნდს მიაგნო.

იამაიკელ სპორტსმენს დიდხანს სურდა ფეხბურთელობა.

იამაიკელი ნორვეგიულ სტრომგოდსეტს შეუერთდა და მასთან ერთად პირველი მატჩიც გამართა. სტრომგოდსეტი ამხანაგურ შეხვედრაში ნორვეგიის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქესთან 1:0 დამარცხდა. ბოლტმა 9,58-ნომრიანი მაისურით ითამაშა - მან სწორედ ეს დრო დააფიქსირა 2009 წელს, როდესაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ბოლტის კარიერა. სტრომგოდსეტი ნორვეგიის ელიტსერიაში მე-12 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები