Thumbnail

11 მატჩში 1 მოგება - ჯენოამ შევჩენკო გაათავისუფლა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანდრეი შევჩენკომ ჯენოაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო
  • უკრაინელთან ერთად გენუელებმა სერია A-ში 6-ჯერ წააგეს

ჯენოამ იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი მწვრთნელი გაათავისუფლა. დავიდე ბალარდინის შემდეგ, გუნდმა ანდრეი შევჩენკოც გაუშვა. უკრაინელმა სპეციალისტმა გენუელები ათ შეხვედრაში გაწვრთნა და მხოლოდ ერთი მოიგო. ჯენოამ თასზე სალერნიტანა 1:0 დაამარცხა.

იტალიური კლუბის ამერიკელმა მფლობელებმა შევჩენკოს მილანთან თასზე დამარცხება არ აპატიეს. რაც შეეხება სერია A-ში დაფიქსირებულ შედეგებს, ანდრეის კლუბმა 8 დაპირისპირებიდან 6 წააგო და 3 მატჩი ფრედ დაასრულა. ჯენოა 21 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-19 ადგილზეა. შევჩენკოს შემცვლელად გერმანელი ბრუნო ლაბადია დაინიშნება, რომელსაც ჰამბურგს, ვოლფსბურგს, ლევერკუზენსა და ჰერტას წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები