Thumbnail
  • ვალენსია ესპანეთის თასის 1/8-ფინალში სტუმრად ბალეარესს დაუპირისპირდება
  • 21 წლის ქართველ მეკარეს კლუბის მაისურით სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია

ალბათობა იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას კარში კვლავაც ვიხილოთ, საკმაოდ მაღალია. 21 წლის მეკარეს, რომელიც კლუბის მაისურით მოედანზე სექტემბრის შემდეგ აღარ გასულა, ესპანეთის თასზე თამაშის შანსი აქვს, რომელიც 16 იანვარს გაიმართება.

ვალენსია Copa del Rey-ს მერვედფინალში სტუმრად ბალეარესს უნდა ეთამაშოს. როგორც წესი, "ღამურების" მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი სათასო მატჩებში ნდობას ხაუმე დომენეკს უცხადებს ხოლმე, თუმცა ესპანური მედიის ინფორმაციით, 31 წლის გოლკიპერს პრობლემები აქვს და დიდი შანსია, ამჯერად ნდობა სწორედ ქართველ მეკარეს გამოუცხადოს.

"ხაუმე დომენეკი დისკომფორტს გრძნობს და საეჭვოა, ბალარაესთან ითამაშოს. სათასო შეხვედრაში მისი ალტერნატივა გიორგი მამარდაშვილია, რომელიც გუნდის კარს ლა ლიგის სასტარტო ტურებში იცავდა. რაც შეეხება გუნდის პირველ მაკარე იასპერ სილესენს, მას კორონავირუსის ტესტზე პასუხი უკვე უარყოფითი აქვს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს", - წერს superdeporte

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ღირსება ესპანეთის ჩემპიონატის სასტარტო ექვს შეხვედრაში დაიცვა და გაუშვა 7 გოლი, ორ შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული, ლა ლიგის მატჩებში "ღამურების" კარში გამოცდილი იასპერ სილესენი დაბრუნდა, თასზე კი ხაუმე დომენეკი თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები