Thumbnail

რანგნიკის კურიოზი - მანჩესტერ იუნაიტედში ამ ამბავზე ყველა ხალისობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 63 წლის გერმანელი სპეციალისტი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა
  • ბრიტანულმა მედიამ რალფ რანგნიკის ამბავი სააშკარაოზე გამოიტანა

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რაზეც ინგლისურ კლუბში ბოლო დროს ხალისობენ. ბრიტანული მედიის ცნობით, 63 წლის გერმანელ სპეციალისტს დაავიწყდა, რომ ფეხბურთელებს დასვენების დღე ჰქონდათ, ის კი კლუბის ბაზაზე დილაადრიან გამოცხადდა და მათ დაეძებდა.

შემთხვევა 11 იანვარს მოხდა. წინა დღეს მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის თასზე ასტონ ვილასთან (1:0) ითამაშა, გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ორშაბათს კარინგტონში ბაზაზე დილაადრიან გამოცხადდა. რალფი გაკვირვებული დარჩა, როცა დაინახა, რომ საწვრთნელი კომპლექსი პრაქტიკულად ცარიელი იყო. ის ამაოდ ეძებდა ავტოსადგომზე მოთამაშეთა რიგსა და სამედიცინო ბრიგადას, რომელიც, როგორც წესი, კომპლექსში შესვლის წინ ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტირებას უტარებს.

"თავისი ავტომობილიდანვე დაურეკა კლუბის წარმომადგენლებს და იკითხა, სად იყვნენ მედიკოსები და ფეხბურთელები. მას შეახსენეს, რომ მოთამაშეებს დასვენების დღე ჰქონდათ და ისიც გატრიალდა და წავიდა. ეს ისტორია ბაზაზე ყველაზე განხილვადი თემა გახდა და ფეხბურთელები ამაზე ხალისობდნენ", - უთხრა წყარომ ბრიტანულ მედიას. 

რალფ რანგნიკმა მანჩესტერ იუნაიტედი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. ამჟამად გუნდი ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში მოპოვებული 31 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. უახლოეს შეხვედრას რანგნიკის შეგირდები 15 იანვარს, სტუმრად ასტონ ვილასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები