Thumbnail

კორონავირუსის გამო პრემიერლიგის კიდევ ერთი თამაში გადაიდო

  • 22-ე ტურის შეხვედრა ბარნლი-ლესტერი ამ უქმეებზე აღარ გაიმართება
  • ეს პრემიერლიგის მეოცე მატჩია, რომელიც დათქმულ დროს არ ტარდება


ინგლისის პრემიერლიგაში კიდევ ერთი მატჩი დათქმულ დროს ვერ ჩატარდება და ამის მიზეზი კორონავირუსია. 22-ე ტურში, ბარნლი-ლესტერის დაპირისპირება, რომელიც 15 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, გადადებულია. 

თამაშის გადადების გადაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობამ ბარნლის თხოვნის საფუძველზე მიიღო. მიზეზი კი ისაა, რომ კლუბი მოთამაშეთა საჭირო მინიმალურ რაოდენობასაც ვერ აგროვებს. 

კორონავირუსის, ტრავმებისა და ნიუკასლში კრის ვუდის იძულებით გაყიდვის შედეგად, ბარნლის მთავარ მწვრთნელს შონ დაიჩს 13 მინდვრის მოთამაშისა და 1 მეკარის გამოყვენაც აღარ შეუძლია. 

დონ დაიჩს ფეხბურთელების მინიმალური რაიოდენობა არ ჰყავს

აღსანიშნავია, რომ ლესტერისთვის ეს უკვე მესამე გადადებული მატჩია პრემიერლიგაში. მანამდე გუნდმა ნორვიჩსა და ევერტონთან ვერ ითამაშა. შონ დაიჩის გუნდს ჯამში ჩატარებულ 17 თამაშში 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაშია - მე-18 ადგილზე.
 
2021/22 წლების სეზონში პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ COVID-19-ის გამო უკვე 20 თამაში გადადო. 

კომენტარები

ბოლო ამბები