Thumbnail

'შანსს მიიღებს' - UFC-ის პრეზიდენტი ჭიკაძე-ვოლკანოვსკის არშემდგარ ჩხუბზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გიგას UFC-ის ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ბრძოლა დიდი ხანია სურს 
  • დანა უაითმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც ჭიკაძეს კორეელი ზომბი ამჯობინეს

UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც ნახევრადმძიმე წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მეტოქედ გიგა ჭიკაძე არ შეურჩია და მას ჩენ სონ ჯონი, იგივე "კორეელი ზომბი" ამჯობინა. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ქართველი მებრძოლი დიდი ხანია ავსტრალიელთან დაპირისპირებას ითხოვს და მას პირადადაც იწვევს ხოლმე. ჭიკაძეს ვოლკანოვსკისთან ოქტაგონზე გასვლის შანსი ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ მიეცა, რაც ავსტრალიელთან დაპირისპირებაზე ტრავმის გამო უარი მაქს ჰოლოუეიმ თქვა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტურნირში UFC 273, რომელიც 9 აპრილს გაიმართება, ვოლკანოვსკის ტიტულის დაცვა "კორეელ ზომბისთან" ბრძოლაში მოუწევს. 

რაც შეეხება გიგას, ჭიკაძე 16 იანვარს, UFC Vegas 46-ის მთავარ ბრძოლაში ამერიკელ კელვინ კატართან მოუწევს დაპირისპირება.
  
"რაღაც უნდა მოგვემოქმედებინა. წარმოიშვა პრობლემა და ის უნდა გადაგვეჭრა. ეს უნდა გაგვეკეთებინა. უნდა დავლოდებოდი ჭიკაძეს და მენახა, როგორ დასრულდებოდა მისი ბრძოლა, მაგრამ საკითხავი იყო, მოიგებს თუ არა, როგორ მდგომარეობაში იქნება ამ ბრძოლის შემდეგ? იქნება ჯანმრთელად? შეძლებს საკმაოდ მოკლე დროში მწყობრში ჩადგომას? თავად განსაჯეთ, "კორეელმა ზომბიმ" სულ ახლახან გაიმარჯვა ბრძოლაში, ის რეიტინგის მეოთხე ნომერია. მან ეს უბრალოდ დაიმსახურა", - თქვა უაითმა.

UFC-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ გიგა სატიტულო ბრძოლის შანსს მიიღებს, თუკი წარმატებით გამოსვლას გააგრძელებს.

"თუკი გიგა მოიგებს, ის თავის შანსს მიიღებს", - აქვეყნებს დანა უაითის სიტყვებს middleeasy.com.

გიგა ჭიკაძე UFC-ის ნახევრადმსუბუქი წონის მე-8 ნომერია

გიგა ჭიკაძემ, რომელიც UFC-ში 2019 წლიდან გამოდის, ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი მებრძოლი ამჟამად ნახევრადმსუბუქი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზეა. კელვინ კატართან (5) გამარჯვების შემთხვევაში, გიგას რეიტინგის ხუთეულში მოხვედრა გარანტირებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები