Thumbnail

ოფიციალურად: დავიდ ნერეში აიაქსიდან დონეცკის შახტარში გადავიდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 24 წლის დავიდ ნერეში დონეცკის შახტარში ითამაშებს
  • ამსტერდამის აიაქსმა ტრანსფერში 12 მილიონი ევრო მიიღო

იყო დრო, როცა დავიდ ნერეში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტალანტად მიიჩნეოდა და რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ...

24 წლის ბრაზილიელმა ამსტერდამის აიაქსი მართლაც დატოვა, მაგრამ ევროპული გრანდის ნაცვლად, დონეცკის შახტარში გადავიდა. ტრანსფერი ნიდერლანდური კლუბის საიტმა ოფიციალურად დაადასტურა.

გარიგების შედეგად, აიაქსმა 12 მილიონი ევრო მიიღო, რაც შეიძლება მომავალში 16 მილიონ ევრომდე გაიზარდოს, ხოლო ფეხბურთელმა არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

დავიდ ნერეში აიაქსში 2016 წელს სან პაულუდან გადავიდა და მას შემდეგ 172 თამაშში 46 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ნერეშის სათამაშო დრო თანამემამულე ანტონისთან კონკურენციაში ცოტათი შეზღუდული იყო. დავიდ ნერეშის აქტივში ბრაზილიის ნაკრების მაისურით 7 მატჩი და 1 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები