Thumbnail

'ყინულზე ქართველი ვარ' - ანასტასია გუბანოვა ტალინში თავის გამოსვლაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 19 წლის მოციგურავე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოდის
  • ნასტია მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსეა და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს 

მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც საქართველოს სახელით გასული წლის შემოდგომიდან გამოდის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში გამოსვლის შემდეგ, საქართველოს მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 

ევროპის ჩემპიონატი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს, 19 წლის სპორტსმენმა კი მოკლე პროგრამაში მე-6 ადგილი დაიკავა და 24 ფინალისტს შორის მოხვდა, რომლებიც თავისუფალ პროგრამაში 15 იანვარს გამოვლენ. 

ანასტასიამ ტალინში თავისი გამოსვლა sport24-სთან შეაფასა: 

"ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, აქ თუ გამოვიდოდი. გადაწყვეტილება ფედერაციამ მიიღო, მე კი უბრალოდ ვემზადებოდი. ჩემთვის აქ გამოსვლა წარმოუდგენელი მოვლენაა. ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. შევეცადე და ვფიქრობ, ამოცანა სანახევროდ უკვე შევასრულე. განსაკუთრებული ამოცანა არავის დაუსახავს, თავად ვისახავ მიზანს - სუფთად ვისრიალო და სიამოვნება მივიღო.

ანასტასიამ ტალინში 67.02 ქულა მიიღო და მხოლოდ ხუთ მოციგურავეს ჩამორჩა

ვგრძნობ თუ არა თავს ქართველად? რუსეთი მაინც გულში მაქვს. ამ ქვეყანაში დავიბადე და იქვე ვცხოვრობ. მრავალი წელი რუსეთის სახელით გამოვდიოდი. ის, რომ სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ვსრიალებ, გარკვეულწილად გაორებას იწვევს. ყინულზე ქართველი ვარ, ცხოვრებაში კი იგივე ნასტია".

ანასტასია გუბანოვამ საქართველოს დროშის ქვეშ პირველ წარმატებას ხორვატიაში დეკემბერში გამართულ “ჩელენჯერის” სერიის ტურნირში მიაღწია. გუბანოვამ Golden Spin of Zagreb 2021-ის ქალთა ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები