Thumbnail

ტალინში ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ბრწყინვალედ იასპარეზა ქართულმა წყვილმა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს დუეტი პირველად გამოდიოდა ასეთ ტურნირზე, საფინამ და ბერულავამ წინ მხოლოდ სამი რუსული წყვილი გაუშვეს და მე-4 ადგილი დაიკავეს. 

საფინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ 61:93 ქულით მე-6 პოზიციაზე იყვნენ, სამი რუსული წყვილის გარდა, ისინი იტალიურ და გერმანულ დუეტებსაც ჩამორჩებოდნენ, მაგრამ თავისუფალი პროგრამა დიდებულად შეასრულეს. რომ არა დასაწყისში დაშვებული შეცდომები ქულები კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.  

თავისუფალ პროგრამაში და ჯამში პირადი რეკორდი დაამყარეს

"კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას ულამაზესი წყვილი იმ მომენტისთვის გალიდერდა, სავსებით დამსახურებულად. მეორე ნაწილში ყველაფერი დიდებულად იყო, რომ არა შეცდომები დასაწყისში. რა საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს ასპარეზობით", - წერს gazeta.ru. 

საფინამ და ბერულავამ თავისუფალ პროგრამაში 122.12 ქულა მიიღეს. აქედან 62.30 ტექნიკურ ელემენტებში, ხოლო 59.82 პროგრამულ კომპონენტებში. ეს თავისუფალ პროგრამაში მე-4 შედეგი იყო სამი რუსული წყვილის შემდეგ. საერთო ჯამში, მათ ორ მეტოქეს გადაასწრეს და მე-4 პოზიცია დაიკავეს 184.05 ქულით. 

ევროპის ჩემპიონატი წყვილები

1. ანასტასია მიშკინა/ალეკსანდრ გალიამოვი (რუს) - 239.82
2. ევგენია ტარასოვა/ვლადიმირ მოროზოვი (რუს) - 236.43
3. ალეკსანდრა ბოიკოვა/დმიტრი კოზლოვსკი (რუს) - 227.23
4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა (საქართველო) -  184.05
5. რებეკა გილარდი/ფილიპო ამბროზინი (იტალია) - 178.90
6. იულია შჩეტინინა/მარკ მადიარი (უნგრეთი) - 171.03

კომენტარები

ბოლო ამბები