Thumbnail
  • უსმანე კამარამ დინამო თბილისთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 23 წლის გვინეელი გასულ სეზონში გორის დილაში თამაშობდა

დინამო თბილისი ახალი სეზონის წინ შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა კიდევ ერთი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კახა ცხადაძის გუნდის რიგებს უსმანე კამარა შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით გორის დილაში გაატარა და საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მთლიანობაში მან გორელთა მაისურით 40-ჯერ ითამაშა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

დინამო თბილისმა გვინეელი შემტევი გამოისყიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. დილამდე ის ნორვეგიულ ვალერენგასა და შვედურ ესკელსტუნაში ირჯებოდა. კამარას 2015 წელს გვინეის 17-წლამდე ნაკრებში 3 თამაში აქვს ჩატარებული.

უსმანე კამარა დინამო თბილისს შემოუერთდა 🔵⚪ 🔗 ვრცლად: https://bit.ly/3KaZj2g #FCDT

Posted by FC Dinamo Tbilisi on ხუთშაბათი, 13 იანვარი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები