Thumbnail

ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში მე-6 ადგილზე გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფიგურულად მოციგურავემ მსაჯებისგან 67.02 ქულა მიიღო
  • 19 წლის ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 15 იანვარს  შეასრულებს

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა შეასრულა და მე-6 ადგილზე იმყოფება. ცხადია, ის 24 ფინალისტსაც შორისაც მოხვდა, რომლებიც მედლებს გაითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის გუბანოვა ყინულზე უკვე მე-10 ნომრად გამოვიდა, თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ უძლიერესი ჯგუფის წევრების ასპარეზობამდე, პირველ საფეხურზე იმყოფებოდა.

ანასტასიამ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა არცთუ დიდი ხნის წინ მიიღო, მსაჯებისგან 67.02 ქულა (37.85 ტექნიკური ელემენტებისთვის+29.17 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა და მხოლოდ ხუთ მეტოქეს ჩამორჩა. მოკლე პროგრამის შემდეგ, ლიდერებში ასეთი მდგომარეობაა:

ქალები თავისუფალ პროგრამას 15 იანვარს თბილისის დროით 20:30 საათიდან შეასრულებენ და უკვე ცნობილია, რომ ანასტასია გუბანოვა ყინულზე უძლიერეს ბოლო ექვსეულში გავა.

შეგახსენებთ, რომ დღესვე გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა სპორტულ წყვილებში, სადაც მოკლე პროგრამის შემდეგ 17 წლის კარინა საფინა და 19 წლის ლუკა ბერულავა მე-6 ადგილზე არიან. შეჯიბრი სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს. აი, ხვალ კი საქმეში უკვე მორის ყვითელაშვილს ვიხილავთ (20:00 საათიდან), რომელიც კაცთა ევროპირველობის თავისუფალი პროგრამის წინ მე-4 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები