Thumbnail
  • საბა ქუმარიტაშვილი პეკინში იასპარეზებს
  • აქამდე, ლიცენზიები მხოლოდ ქართველ მოციგურავეებს ჰქონდათ

21 წლის ქართველმა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლიცენზიის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი საერთაშორისო საციგაო სპორტის ფედერაციიდან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის XXIV ოლიმპიადას ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, ქუმარიტაშვილი კი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.

საბა ქუმარიტაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოვა

უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრების წევრები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ: კაცებში – მორის ყვითელაშვილი, ქალებში – ალინა ურუშაძე, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ხოლო სპორტულ ცეკვებში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

ბოლო ამბები