Thumbnail

მწვრთნელი კარგად იცნობს - გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის კლუბს დაუკავშირეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გია გრიგალავა თავისუფალი აგენტია
  • ხიმკის მთავარი მწვრთნელი 32 წლის ქართველს კარგად იცნობს

გია გრიგალავამ შესაძლოა, კარიერა რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ ხიმკიში გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი რუსული გამოცემა "სპორტ-ექსპრესი" ავრცელებს.

გრიგალავა ამჟამად თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში გადასვლა შეუძლია. მან 2017-2021 წლებში ტულის არსენალში ითამაშა (77 მატჩი, 3 გოლი), რომელიც დატოვა და ახალ გუნდს ეძებს. აღსანიშნავია, რომ 32 წლის ფეხბურთელი ხიმკის მთავარ მწვრთნელ იგორ ჩერევჩენკოს კარგად იცნობს, რადგან "მეთოფეებში" ერთად მუშაობდნენ.

რუსულ მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ხიმკის სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, რომან ტერიუშკოვმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა: "ხიმკი არ არის დაინტერესებული გრიგალავას დამატებით", - უთხრა მან "ჩემპიონატს". 

გრიგალავა ახალ გუნდს ეძებს

გრიგალავას კარიერის განმავლობაში როსტოვში, კრილია სოვეტოვში, ვოლგაში, ანჟიში, სკა-ში, პაფოსსა და ეთნიკოსში უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 34 მატჩი აქვს ჩატარებული.

ხიმკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცნობილი რუსი ფეხბურთელის, იური ჟირკოვის ტრანსფერი დაადასტურა, პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით ბოლო, მე-16 ადგილზეა, მაგრამ სამშვიდობო ზონას 4 ქულა აშორებს და ადგილის შენარჩუნების შანსს ინარჩუნებს.

კომენტარები

ბოლო ამბები