Thumbnail

იჩხუბებს თუ არა ილიასთან - ჭიკაძემ თოფურიასა და დვალიშვილზე ისაუბრა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • გიგა ჭიკაძემ პრესკონფერენციაზე ქართველ მებრძოლებზე ილაპარაკა
  • მას ქართველები ერთმანეთის წინააღმდეგ ვერ წარმოუდგენია

კალვინ კატართან ჩხუბის წინ გიგა ჭიკაძემ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა და ქართველ მებრძოლებზე ისაუბრა. 

ჟურნალისტი: ყველას გვინახავს, თუ როგორ მეგობრობთ ქართველი მებრძოლები, როგორ გულშემატკივრობთ ერთმანეთს. თქვენ შორის შეჯიბრი ხომ არ არის, რომელი გახდებით ჩემპიონი უფრო ადრე?

გიგა ჭიკაძე: "რა თქმა უნდა. ეს ძალიან ჯანსაღი გამოწვევაა. ბედნიერი ვიქნები, თუ მერაბ დვალიშვილი მალე სატიტულო ბრძოლას მიიღებს, მაგრამ ახლა ჩემპიონი მისი მეგობარია და საჯაროდ განაცხადა, რომ სტერლინგთან არ იჩხუბებს. არის შანსი, რომ ტიტულისთვის მე ვიბრძოლო. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა მგონია, რომ ეს მოტივაცია ორივე ჩვენგანს აქვს. თანაც, ჩვენ გარდა, UFC-ში კიდევ რამდენიმე ქართველი მებრძოლია და ეს ძალიან მახარებს.

საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ გენეტიკით მებრძოლები ვართ, შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე მეტი ომი ჩვენს ქვეყანას ჰქონია. ამის მიუხედავად, მაინც საკუთარი მიწა გვაქვს. არადა ჩვენი ტერიტორია სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია და მისი ხელში ჩაგდება არაერთს სურდა, მაგრამ დღემდე ეს ვერავინ მოახერხა. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ჩვენ გზა სხვა მებრძოლებს გავუხსენით და UFC-ში ახალი, ძლიერი ქართველი ბიჭები მოდიან. სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საქმე კარგად მიგვდის. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ყველას საქართველოში წაგიყვანთ. მინდა, საბრძოლო საღამო ჩემს სამშობლოში ჩატარდეს. 

ჟურნალისტი: შენ და ილია (თოფურია) იგებთ და იგებთ. არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც, თქვენ, შესაძლოა, ოქტაგონზე ერთმანეთის წინააღმდეგ გიხილოთ?

ჭიკაძე: არა მგონია. არ  ვფიქრობ, რომ ქართველმა ბიჭებმა შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგ იჩხუბონ, შანსი არაა. 

ილია თოფურია და გიგა ჭიკაძე UFC-ის ერთსა და იმავე წონაში გამოდიან. გიგა კალვინ კატარს 16 იანვარს დაუპირისპირდება, ილია კი მოვსარ ევლოევს 23 იანვარს უნდა შეხვედროდა, თუმცა ინგუში ბრძოლიდან ჩაეხსნა. 

კომენტარები

ბოლო ამბები