Thumbnail
  • ლოკოს eSports-ის გუნდი დღეს ამსტერდამის აიაქსს ეთამაშება
  • მატჩი FIFA 22-ში გაიმართება და 3 მოგებამდე იქნება

დღეს, 13 იანვარს, თბილისის ლოკომოტივის eSports-ის გუნდი ისტორიულ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ლოკოს ქართველი გეიმერები, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი eSports-ში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდებიან. თამაში FIFA 22-ში, ორი ორზე შედგება და სამ მოგებამდე იქნება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ლოკომოტივის ფეისბუქის გვერდზე, ასევე Octopus-ის Youtube გვერდზე იხილავთ. მატჩის კომენტატორები გიორგი კალატოზი და ლევან გოგორელიანი იქნებიან.

🔴 ისტორიული მატჩის დღე ! დღეს, 20:00 წუთზე, Ajax eSports-ის გუნდი, თბილისის ლოკომოტივის eSports-ის გუნდის...

Posted by FC Locomotive Tbilisi on Thursday, January 13, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები