Thumbnail
  • დავით კობოურმა ჩეხურ კარვინასთან კონტრაქტი გააფორმა
  • 23 წლის ფეხბურთელს დინამო თბილისის გარდა სხვაგან არ უთამაშია

დინამო თბილისის მცველი დავით კობოური კარიერას კარვინაში გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 23 წლის ფეხბურთელმა ჩეხურ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და ვარჯიშიც დაიწყო.

"ეს ჩემი პირველი თავგადასავლია საქართველოს ფარგლებს გარეთ. დაცვაში, ცენტრის გარდა, მარცხენა ფლანგზე თამაშიც შემიძლია. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, კლუბი მომწონს და მწვრთნელსაც ვესაუბრე", - თქვა კობურმა, რომელმაც 23-ნომრიანი მაისური აირჩია.

"ის შესანიშნავი თვისებების მქონე მოთამაშეა, ხარისხიანი ფეხბურთელი. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდში მისი აკლიმატიზაცია იქნება. ჩვენი ლიგა საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავდება", - აღნიშნა კარვინას სპორტულმა დირექტორმა ლუბომირ ვლიკმა.

კობოური ჩეხურ გუნდში უკვე ვარჯიშობს

დავით კობოური დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და აქამდე სხვა გუნდში არც უთამაშია. გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში მან 22 თამაში ჩაატარა. ის სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ სუპერთასისა და ერთხელ თასის მფლობელი. დავით კობოურს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 10-ჯერ უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში რამდენჯერმე იყო მიწვეული, მაგრამ დებიუტი ჯერ არ ჰქონია.

კარვინა ჩეხეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, მაგრამ 19 ტურში მხოლოდ 5 ქულა დააგროვა და თამაშიც არ მოუგია, რის შედეგადაც, ბოლო, მე-16 ადგილზეა, უახლოეს ტურში კი 5 თებერვალს, პრაღის სლავიას შეხვდება.

✍PŘÍCHOD | 🇬🇪Gruzínský levonohý střední obránce Davit Kobouri přestoupil do MFK z Dinama Tbilisi. S vedením klubu se...

Posted by MFK Karviná on ხუთშაბათი, 13 იანვარი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები