Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 100:119 ბოსტონ სელტიკსი
  • გოგა ბითაძემ 1 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა

გოგა ბითაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და 1 იანვრის შემდეგ NBA-ში პირველად ითამაშა. ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა 5-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ბოსტონთან პარკეტზე 4:40 წუთი გაატარა - მის ანგარიშზე 4 ქულაა. გოგამ ერთი 2-ქულიანი და ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო.

როდესაც ჯეილენ ბრაუნი, ჯეისონ ტეიტუმი და დენის შრიოდერი კარგ ხასიათზე არიან, ბოსტონის მეტოქეებს ყოველთვის უჭირთ ხოლმე. ასე იყო ინდიანა პეისერსთანაც - ბრაუნმა 34 ქულა ჩააგდო (7/11 სამქულიანი), ტეიტუმმა 33, ხოლო შრიოდერმა კი - 23 (4/5 სამქულიანი).


მიუხედავად იმისა, რომ ბოსტონმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო, მატჩის შემდეგ ბრაუნს ეიფორიულად არ უსაუბრია: “არ გვაქვს იმის უფლება, რომ კმაყოფილებას მივეცეთ და მოვდუნდეთ. ასე უნდა გავაგრძელოთ და ყველა თამაშში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ.”

აღსანიშნავია, რომ პეისერსს მალკოლმ ბროგდონიც დაუბრუნდა, რომელსაც 9 მატჩი ჰქონდა გამოტოვებული. თუმცა მან ტრავმა მიიღო და თამაში 17 წუთის შემდეგ დატოვა. მაილს ტერნერის აქტივში 18 ქულაა, დომანტას საბონისმა კი 17 ქულა ჩააგდო. 

ინდიანასთვის ეს ბოლო 9 შეხვედრაში მე-8 მარცხია. ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 27 წაგებით მე-13 ადგილზეა. ბოსტონ სელტიკსს 21 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს (მე-10 ადგილი). ინდიანა მომდევნო მატჩს 15 იანვარს, ფინიქს სანსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები