- ტენერიფე 76:69 ქარშიაქა
- გიორგი შერმადინის 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გიორგი შერმადინის ტენერიფემ თურქულ ქარშიაქას უმასპინძლა და მეტოქეს 7 ქულით მოუგო - 76:69. ესპანური კლუბი სერიაში დაწინაურდა და 1:0-ს იგებს.
გიორგი მატჩის MVP გახდა. ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საპასუხო მატჩი თურქეთში 18 იანვარს გაიმართება. შერმადინის კლუბმა 6 ქულითაც რომ წააგოს, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებს. ტენერიფეს თურქებთან მატჩამდე ბეტისთან უნდა ეთამაშა, თუმცა ეს შეხვედრა დროებით გადაიდო.
კომენტარები