Thumbnail

საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერთასის პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულის გამოსავლენად 120 წუთის თამაში გახდა საჭირო - რეალმა ბარსელონა 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ატლეტიკოსა და ბილბაოს მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბარსელონას ურიგოდ არ უთამაშია, ჯერ პირველ ტაიმში გაათანაბრა ლუკ დე იონგმა, შემდეგ მეორეში - ანსუ ფატიმ. მადრიდელებს ფედერიკო ვალვერდეს გოლმა მოაგებინა. მატჩი ბარსას თავკაცმა ჩავიმ შეაჯამა.

ჩავი ერნანდესი (ბარსელონას მწვრთნელი): "მართალია, საბოლოოდ დავმარცხდით, მაგრამ მადრიდელებს ბევრ რამეში ვაჯობეთ. კარგი თამაშის მიუხედავად, ცუდ ხასიათზე ვართ, რადგან წავაგეთ, ეს კი ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია. 

იყო შანსი 3:3 გვეთამაშა, თუმცა მათაც ჰქონდათ 4:2-ის შანსი. ეს ყველაფერი სევდიანია და გაბრაზებს, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ ამ თამაშით. მეტოქემ ჩვენს შეცდომებზე იხეირა. მოედანიდან ამაყები და სევდიანები გავდივართ. გვაკლდა მოთმენის უნარი და პასუხისმგებლობა. ორი თვეა, რაც ერთად ვართ და ერთი ვიცი, სწორ გზას ვადგავართ. 

ლიგაში 17 ქულით ჩამოვრჩებით, აქ კი ახლოს ვიყავით. ფინალში გასვლა ბარსამაც დაიმსახურა, ეს რეალშიც იციან". 

კომენტარები

ბოლო ამბები