Thumbnail

ტალინში გრძელდება ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ვაჟთა მოკლე პროგრამის შემდეგ, სადაც მორის ყვითელაშვილმა მე-4 ადგილი დაიკავა, წყვილების მოკლე პროგრამის ჯერი დადგა, სადაც 17 წლის კარინა საფინასა და 19 წლის ლუკა ბერულავას წყვილი გამოვიდა. ეს დუეტი დიდებში პირველად მონაწილეობდა.

საფინამ და ბერულავამ ტექნიკურ ელემენტებში 34.43 ქულა მიიღეს, ხოლო პროგრამულ კომპონენტებში - 28.50. ჯამში ქართულმა წყვილმა 61.93 ქულა დააგროვა და მოკლე პროგრამის შემდეგ მე-6 პოზიციაზეა და, რა თქმა უნდა, თავისუფალ პროგრამაშ გადავიდა (21 წყვილიდან ბრძოლას 16 აგრძელებს). 

პირველ სამეულში მხოლოდ რუსები არიან: 1. ანასტასია მიშინა და ალეკსანდრ გალიამოვი - 82.36 ქულა; 2. ევგენია ტარასოვა და ვლადიმირ მოროზოვი - 81.58; 3. ალეკსანდრა ბოიკოვა და დმიტრი კოზლოვსკი - 76.26. ქართველებს იტალიური და გერმანული წყვილებიც უსწრებენ, თუმცა მათთან ჩამორჩენა მინიმალურია. 

თავისუფალი პროგრამა წყვილებში 13 იანვარს გაიმართება და 21 საათიდან (თბილისის დრო) დაიწყება. საფინა და ბერულავა ყინულზე ბოლოსწინა ჯგუფიდან გავლენ, მე-11 ნომრად. 

კომენტარები

ბოლო ამბები