Thumbnail

მინო რაიოლა საავადმყოფოშია - ცნობილ აგენტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალიური მედიის ცნობით, 54 წლის აგენტი მილანის საავადმყოფოში მოათავსეს
  • მინო რაოლა დონარუმას, ჰაალანდის, იბრას, დე ლიხტის, პოგბას და სხვების აგენტია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა საავადმყოფოში მოხვდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 54 წლის აგენტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. 

მინო რაიოლა მილანში, სან რაფაელეს ჰოსპიტალში 12 იანვარს დილით მოათავსეს და ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. კონკრეტულად რისი ოპერაცია დასჭირდა აგენტს და როგორია ამჟამად მისი მდგომარეობა, ჯერჯერობით უცნობია. 

მინო რაიოლასთან არაერთი ვარსკვლავი თანამშრომლობს

შეგახსენებთ, რომ მინო რაოლას კლიენტებს შორის არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მათ შორის არიან: პარი სენ-ჟერმენისა და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, დორტმუნდის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი, მილანის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, იუვენტუსის ნიდერლანდელი მცველი მატეის დე ლიხტი, მანჩესტერ იუნაიტედისა და საფრანგეთის ნარკების ნახევარმცველი პოლ პოგბა და სხვები.

კომენტარები

ბოლო ამბები