Thumbnail

ახალი კონტრაქტი კომანს - ფრანგი ბაიერნში დიდხანს დარჩება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კინგსლი კომანმა ბაიერნთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა
  • ფრანგი 'ალიანც არენაზე' 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება

ოფიციალურად: კინგსლი კომანმა მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანულმა კლუბმა სოციალური ქსელში დაწერა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი მიუნხენში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ვიცი, რომ აქ ჯერ კიდევ გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები და მიზნები. კლუბში 2015 წლიდან ვარ. შეგრძნება მაქვს, რომ დიდ ოჯახში ვარ. აქ ყველაფერი იდეალურია. ჩემი, როგორც ფეხბურთელის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინაა და მოხარული ვარ, რომ ამ პერიოდს ბაიერნში გავატარებ. ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ჩემპიონთა ლიგის კვალავაც მოგებაა, თუმცა ამჯერად ვნატრობ, რომ ეს გულშემატკივრებთან ერთად შევძლო", - განაცხადა კომანმა.

25 წლის ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნს ტურინის იუვენტუსიდან 2015 წელს იჯარით შეუერთდა. 2017 წელს გერმანულმა კლუბმა კომანის გამოსყიდვა გადაწყვიტა და შემტევი საბოლოოდ დაიმატა.

ფრანგი ფეხბურთელის ბაიერნში ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი ეპიზოდი 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც კომანის გოლის წყალობით "რეკორდმაისტერმა" პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი მეექვსედ მოიგო.

კინგსლი კომანმა მიუნხენურ კლუბში გატარებულ პერიოდში შეძლო და მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 6-ჯერ ბუნდესლიგა, 3-ჯერ გერმანიის თასი, 5-ჯერ გერმანიის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და უეფას სუპერთასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები