Thumbnail

ვატოს თურქეთის პირველ ლიგაში იწვევენ - არველაძე მენემესპორს სურს

  • ვატო არველაძეს კარაგუმრუკში სათამაშო დრო მიზერული აქვს 
  • 23 წლის თავდამსხმელის დამატებით მენემესპორი ინტერესდება 

ვატო არველაძემ კარიერა შესაძლოა თურქეთის რანგით მეორე, პირველ ლიგაში გააგრძელოს. ფატიჰ კარაგუმრუკის 23 წლის ქართველი ფორვარდის დამატებით მენემესპორი ინტერესდება.

თურქული მედიის ინფორმაციით, მენემესპორი ვატო არველაძის გადაბირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას წარმატებით მართავს როგორც კარაგუმრუკთან, ისე თავად მოთამაშესთან. როგორც ირკვევა, თურქეთის პირველი ლიგის კლუბს მიზნის მისაღწევად ტრანსფერებზე დადებული ბანის გაუქმება სჭირდება, რისთვისაც 160 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ახლო მომავალში გადაიხდის. 

ამ სეზონში ვატომ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა - თურქეთის თასზე

ვატო არველაძე, რომელიც წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ არველაძის შვილია, კარაგუმრუკის ღირსებას 2020 წლის სექტემბრიდან იცავს და მასთან კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ვატომ კლუბის ღირსება თურქეთის სუპერლიგის 4 მატჩში დაიცვა, 2-ჯერ კი თასზე ითამაშა და 1 გოლით გამოირჩა. ფორვარდის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ ნაკრების 2 მატჩში 1 გოლია. 

რაც შეეხება ვატოს პოტენციურ კლუბს, მენემესპორტმა თურქეთის პირველ ლიგის 19 მატჩში 22 ქულა მოაგროვა და გასავარდნ ზონასთანაა. მომდევნო შეხვედრა გუნდს 

კომენტარები

ბოლო ამბები