Thumbnail
  • ეროვნული ლიგის პირველი ტური 26 თებერვალს დაიწყება
  • სეზონი სუპერთასის მატჩით (დინამო ბათუმი V საბურთალო) 20 თებერვალს გაიხსნება  

საქართველოში 2022 წლის საფეხბურთო სეზონი სუპერთასის შეხვედრით დაიწყება. 20 თებერვალს საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი და საქართველოს თასის მფლობელი საბურთალო, რომელმაც ფინალში სამგურალი 1:0 დაამარცხა, სუპერთასისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრის გამართვის ადგილი და ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგას: საქართველოს ჩემპიონატი სტარტს 26 თებერვალს აიღებს. ეროვნული ლიგა 2 კი სამ დღეში, 28 თებერვალს დაიწყება. ლიგა 3 და ლიგა 4 შედარებით მოგვიანებით 4 აპრილს დაიწყება, სადაც 16-16 გუნდი ერთმანეთს 2 წრედ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული 75 ქულით დინამო ბათუმი გახდა, რომელმაც მეორე ადგილზე მყოფ დინამო თბილისს 5 ქულით აჯობა.

შარშანდელი საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული დინამო თბილისი გახდა - გადამწყვეტ მატჩში გაგრას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიით დაამარცხა.

ეროვნული ლიგის პირველი ტური

26 თებერვალი: დინამო ბათუმი V სიონი
26 თებერვალი: დილა V გაგრა
27 თებერვალი: საბურთალო V სამგურალი 
27 თებერვალი: დინამო თბილისი V ტორპედო
28 თებერვალი: ლოკომოტივი V თელავი 

 

კომენტარები

ბოლო ამბები