Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების ლიდერი მორის ყვითელაშვილია
  • ტურნირი სტარტს დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში აიღებს

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატში, რომელიც სტარტს დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში აიღებს, მონაწილეობას საქართველოს ნაკრების 5 წევრი (სამ დისციპლინაში) მიიღებს.

ანასტასია გუბანოვა

პირველები ყინულზე მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე გავლენ, რომლებიც ძალებს კაცთა ტურნირში სცდიან, ქალებში ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს, ხოლო სპორტულ წყვულებში კარინა საფინასა და ლუკა  ბერულავას ვიხილავთ. 

სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ევროპის პირველობაზე ვერ გამოვა მოცეკვავე წყვილი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას შემადგენლობით, არადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ტურნირზე ყველა დისციპლინაში იქნებოდა წარდგენილი.

ცნობისთვის, ტალინური ევროპირველობა ისტორიაში 114-ეა და მასში 37 ქვეყნის 171 სპორტსმენი იქნება ჩართული. მოახლოებული შეჯიბრს განსაკუთრებულ ინტერესს ის ფაქტი სძენს, რომ ზამთრის ოლიმპიადის წინ იმართება და სპორტსმენებს გენერალური რეპეტიციის გავლის საშუალება ექნებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები