Thumbnail

შინ, ჯი, ტაი - იაპონიის ელჩმა კოკაი და ტოჩინოშინი დააფასა  

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შეხვედრა იაპონიის ელჩის რეზიდენციაში
  • კოკაიმ და ტოჩინოშინმა ქვეყნების დაახლოების საქმეში დამსახურებისთვის სიგელები მიიღეს

იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ საკუთარ რეზიდენციაში ორი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და ლევან ცაგურია (კოკაი) მიიღო და მათ იაპონიასა და საქართველოს დაახლოებაში გაწეული წვლილისთვის სპეციალური სიგელები გადასცა.

შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია და არა მარტო ქართულ მედიაში. იაპონიიდან ჩამოვიდა სხვადასხვა ტელეარხის რამდენიმე ჯგუფი. 

საზეიმო ცერემონიალს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მთავრობის სხვა წევრები და საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

ჟურნალისტებისთვის ოფიციალური ცერემონიალის მხოლოდ ნაწილი იყო ღია. 

ტადაჰარუ უეჰარა:

"ბავშვობაში იოკოძუნები და ოძეკები ჩემთვის უდიდესი ვარსკვლავები იყვნენ, დღეს კი ასეთი ვარსკვლავი საქართველოსაც ჰყავს.

სუმოში ამბობენ, რომ წარმატების მისაღწევად სამი რამ არის საჭირო - სული, ტექნიკა და სხეული (შინ, ჯი, ტაი). მე მიმაჩნია, რომ ასეა ცხოვრებაშიც და ასეა ქვეყნებთან მიმართებაშიც. დღეს იაპონია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოც ძლიერი გახდეს ამ სამ კომპონენტში".

მიხეილ გიორგაძე:

"ლევან გორგაძის წარმატებამ არნახული პოპულარულობა მოუტანა საქართველოში სუმოს. ხალხი უკვე სუმოს ტერმინებში გაერკვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო იაპონიაში საქართველო და ამაში ჩვენი პიონერის ლევან ცაგურიას, რომელიც 2001 წლიდან იყო პროფესიონალი სუმოისტი, ახლა კი ქართული სუმოს განვითარებას ხელმძღვანელობს, ძალიან დიდია.

ახლა კი ტოჩინოშინის წარმატება კიდევ უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამიტომაც ჩვენ სპორტში არსებული უმაღლესი ჯილდოთი, რაინდის წოდებით დავაჯილდოვეთ ტოჩინოშინი, დღეს კი პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე ითქვა, რომ ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიაში საქართველოს ნამდვილი ელჩები არიან და ამაში ბატონი ელჩიც დაგვეთანხმა". 

ლევან გორგაძე:

"დიდი მადლობა ყველას, გულშემატკივრებს, მას-მედიას, მე თქვენ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მადლობა ბატონ ელჩს ჩვენი დაფასებისთვის.

სამწუხაროდ, ბაშოზე ვერ გავიმარჯვე, მაგრამ მთავარ მიზანს მივაღწიე და ოძეკის ტიტული მოვიპოვე. ივლისის ბაშოზე ასევე წარმატებით ვაპირებ გამოსვლას, მანამდე კი ხელის ტრავმას მოვიშუშებ".

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

ტოჩინოშინი და კოკაი იაპონიის ელჩთან

კომენტარები

ბოლო ამბები