Thumbnail

'არ იცი, რას ლაპარაკობ' - კომენტატორმა მერაბ დვალიშვილი დაიცვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ბრიტანულმა არხმა BT SPORT-მა მერაბ დვალიშვილის მარლონ მორაეშთან გამარჯვება 2021 წლის საუკეთესო ქამბექად დაასახელა. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ბრაზილიელთან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ სიტუაცია მეორე რაუნდში გამოასწორა და ბრძოლაც მოიგო. ბრიტანელებმა კი ქართველ მებრძოლს თავდადება დაუფასეს და ასეთი ტიტული მიანიჭეს.


ყოფილმა მებრძოლმა, ამჟამად კომენტატორმა მაიკ ბისპინგმა და სპორტის მიმომხილველმა ნიკ პიტმა დვალიშვილის ტიტულზე სერიოზულად იკამათეს. ბისპინგმა დვალიშვილი ბრწყინვალე ბრძოლისთვის შეაქო, ხოლო პიტმა აღნიშნა, რომ სხვა მებრძოლები უფრო მეტად იმსახურებდნენ წლის ქამბექის ტიტულს.

ნიკ პიტი: "ვფიქრობ, ორივე შემთხვევაზე შეგვიძლია კამათი. ჩარლზ ოლივეირა ჩენდლერის წინააღმდეგ პირველ რაუნდში გადარჩა, რის შემდეგაც მეორე რაუნდში ბრძოლა მოიგო და ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ეს სენსაციური მოგება იყო. კვლავ არ მესმის, როგორ არ დაეძინა ალექსანდერ ვოლკანოვსკის. ბრაიან ორტეგას გილიოტინა საკმაოდ მჭიდრო იყო. თითქოს ბრძოლაში ვერ დარჩებოდა, მაგრამ ის ნამდვილი მებრძოლია და მე მაიკის აზრს არ ვეთანხმები. აქ ნომინირებული ისეთი ბრძოლები იყო, სადაც ქამრისთვის ჩხუბობდნენ. ვფიქრობ, ეს უფრო დიდი ქამბექები იყო, ვიდრე მერაბ დვალიშვილის."

მაიკ ბისპინგი: "მისმინე, ერთადერთი ბრძოლა, რომელიც ამ სიაში ყოფნას არ იმსახურებდა, ვოლკანოვსკისა და ორტეგას შეხვედრა იყო. საოცარი ბრძოლა ტიტულისთვის, რომლითაც მართლა ვისიამოვნე, მაგრამ ეს ვერ იქნება წლის ქამბექი, მხოლოდ იმიტომ, რომ ხუთრაუნდიან ბრძოლაში ის გილიოტინას გაექცა. უპირველეს ყოვლისა, ვოლკანოვსკის ''კისერი არ აქვს'' და მას არაფერი აქვს მოსახრჩობი. შენ თქვი, რომ ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, ოდესმე ვოლკანოვსკისთან გისაუბრია, მას არ სჭირდება ბევრი ჟანგბადი ტვინისთვის. ეს სენსაციური ბრძოლა იყო, მაგრამ ეს წლის ქამბექი არ იყო, ნიკ, გთხოვ, დაჯექი, საერთოდ არ იცი, რაზე საუბრობ. კარგი რა, მერაბ დვალიშვილო, თასი შენ გეკუთვნის მეგობარო.

მორაეშთან გამარჯვების შემდეგ, მერაბი UFC-მ წონის რეიტინგის ათეულში შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი და მარლონ მორაეში ჰყავს დამარცხებული.

კომენტარები

ბოლო ამბები