Thumbnail

ისევ იორიკირით წააგო - ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე მოგება უჭირს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კოკუგიკანში ჰაცუ ბაშო გრძელდება
  • ტოჩინოშინმა მეოთხე დღის ორთაბრძოლა გამართა

ტოკიოში 2022 წლის პირველი ბაშო გრძელდება, რომელიც 34 წლის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) პროფესიულ კარიერაში რიგით 94-ეა. ყოფილი ოძეკი კარიერის არცთუ საუკეთესო ეტაპზეა, 2021 წელს მან ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა (რაც მას პირველად შეემთხვა) და ახლა დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა.

ლევანი რეიტინგში მხოლოდ 5 სუმოისტს უსწრებს დივიზიონში. ასე რომ, იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი მისთვის, დიდი ალბათობით, ჯურიოში დაქვეითების ტოლფასი იქნება (მხოლოდ 7-8 ბალანსზე შეიძლება გადაურჩეს მაკუუჩის დივიზიონიდან გავარდნას).

გორგაძემ ჰაცუ ბაშოს მეოთხე საჭიდაო დღეს ბრძოლა კაისეისთან იორიკირით დათმო. მეხუთე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი მე-17 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდება.

ლევან გორგაძეს ჰაცუ ბაშოზე 1 მოგება და 3 მარცხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მას დადებითი ბალანსის დაფიქსირება გაუჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები