Thumbnail

'ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა' - თოფურიას და ევლოევის ჩხუბი ჩაიშალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ჩხუბი ჩაიშალა
  • ილია ახალ მეტოქეს ეძებს, მაგრამ ჯერჯერობით მოწინააღმდეგე არ ჩანს

22 იანვარს, ფრენსის ნგანუს და სირილ გეინის ქამრისთვის ბრძოლის ღამეს, ოქტაგონზე ერთმანეთს ილია თოფურია და მოვსარ ევლოევი უნდა შეხვედროდნენ - ორი დაუმარცხებელი მებრძოლი, რომელთა დაპირისპირებაც MMA-ის გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა მათი ბრძოლა ჩაიშალა, რადგანაც ევლოევმა დაპირისპირებაზე უარი თქვა. ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.

''მოვსარ ევლოევი ბრძოლას ჩაეხსნა. ჩვენ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა. დენ იგე, ჩხუბისთვის მზად ხარ? შემატყობინე, რაც შეიძლება მალე. შევხვდებით 22 იანვარს'', - ასე გამოეხმაურა ილია თოფურია ევლოევის საქციელს.

ევლოევს კარიერაში 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. თოფურიაც კარიერაში დაუმარცხებელია. მას 11 შეხვედრა აქვს მოგებული და აქედან 3-ჯერ UFC-ში გაიმარჯვა. ილიას მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი ჰყავს დამარცხებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები