Thumbnail

'სენსაციური ბრძოლა იყო' - BT SPORT-მა დვალიშვილის ქამბექი აღიარა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

მერაბ დვალიშვილს მარლონ მორაეშთან დაპირისპირება არასდროს დაავიწყდება. ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა.

მერაბის ეს ბრწყინვალე გამოსვლა ახლა კიდევ ერთხელ დააფასეს. ბრიტანულმა არხმა BT SPORT-მა UFC-ში 2021 წლის საუკეთესოები დაასახელა - დვალიშვილი წლის საუკეთესო ქამბექის ტიტულის მფლობელი გახდა. ქართველი მებრძოლი მორაეშთან პირველ რაუნდში დანოკაუტებას სასწაულებრივად გადაურჩა, რის შემდეგაც მან შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

''ეს სენსაციური ბრძოლა იყო, სახლიდან ვადევნებდი თვალს. მერაბი ყველაზე კარგი ადამიანია, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ. ის დაბნეული ჩანდა და მსაჯს სახლიდან ვუყვიროდი: გააჩერე შეხვედრა, გააჩერე. ყველაფერი დამთავრდა, მორჩა. კუთხიდან ისროლეთ პირსახოცი!" ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ მეორე რაუნდში მან ყველაფერი შეცვალა და სენსაციური ქამბექი შემოგვთავაზა. მერაბმა ეს ტიტული დაიმსახურა'', - განაცხადა ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად კომენტატორმა მაიკ ბისპინგმა.

მორაეშთან გამარჯვების შემდეგ, მერაბი UFC-მ წონის რეიტინგის ათეულში შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი და კოდი სტამანი და მარლონ მორაეში ჰყავს დამარცხებული.

კომენტარები

ბოლო ამბები