Thumbnail
  • 28-30 იანვარს პორტუგალიის ქალაქი ალმადა ძიუდოს გრან პრის უმასპინძლებს
  • წლის პირველ საერთაშორისო ტურნირში 9 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

ცნობილია შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 2022 წლის პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაში იასპარეზებს. 

28-30 იანვარს, პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გრან პრი გაიმართება, სადაც 9 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ახალგაზრდებს, მეტწილად საქართველოს 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულ ძიუდოისტებს მისცა. ალმადაში წარმომადგენელი არ გვეყოლება ქალთა შორის.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტის (ijf.org) ცნობით, პორტუგალიაში საქართველოს ღირსებას გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), თენგო ზირაქაშვილი (-66), გიორგი ტერაშვილი (-73), დიმიტრი გოჩილაიძე (-81), ნიკა ხარაზიშვილი და იმედა გოგოლაძე (ორივე -90), გიორგი ბერიაშვილი (-100), საბა ინანეიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე +100) დაიცავენ. 

პორტუგალიურ ტურნირში 45 ქვეყნის 370 ძიუდოისტის (209 კაცი, 161 ქალი) გამოსვლა იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები