Thumbnail

ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმე - ავსტრალიის ხელისუფლება გეგმა B-ზე მუშაობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

როგორც ჩანს, ავსტრალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არავაქცინირებულ ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაკავშირებით გეგმა B-ს მიმართოს. გავრცელდა ხმები, რომ ნოვაკი გათავისუფლებისთანავე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს.

ჟურნალისტი კსენია პავლოვიჩი წერდა, რომ ავსტრალიის საზღვრის დაცვის სამსახურმა მელბურნში სერბი ჩოგბურთელი გათავისუფლებიდან მალევე დააკავა. მისი თქმით, ავსტრალიის ხელისუფლებას ნოვაკის დეპორტირება სურდა - მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა. თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მელბურნის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის ვიზის გაუქმება უსაფუძვლოდ ცნო. 

ავსტრალიური გაზეთის, The Age-ის ცნობით, ქვეყნის ემიგრაციის მინისტრს სერბი ჩოგბურთელის ვიზის ანულირების მოთხოვნის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

5 იანვარს, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩის მელბურნში, Australian Open-ზე გამოსასვლელად ჩავიდა, რომელიც სტარტს 17 იანვარს იღებს. ავსტრალიის საზღვრის დაცვის სამსახურმა ჩოგბურთელი აეროპორტში დააკავა, დაკითხვის შემდეგ კი მისი ვიზი გააუქმა. მიზეზი ის იყო, რომ 34 წლის სერბი ავსტრალიას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობით არ ესტუმრა, საზღვრის დაცვის სამსახურმა კი მისი დოკუმენტები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია. 

ავსტრალიის ღია პირველობის ცხრაგზის და მოქმედი ჩემპიონს დეპორტაცია ემუქრებოდა, მაგრამ მოგვიანებით სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და მას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების ნება დართო. აღსანიშნავია, რომ ნოვაკისთვის ვიზის კიდევ ერთხელ გაუქმების უფლება ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრსაც აქვს 

კომენტარები

ბოლო ამბები