Thumbnail

ლებრონ ჯეიმსის ფენომენალური თამაშის მიუხედავად, ლეიკერსი კვლავ ძალიან წვალობს.

რამდენიმე მოგებული თამაშის შემდეგ კალიფორნიული გრანდი მემფისთან სახლში უშანსოდ დამარცხდა. 'გრიზლები' მესამე მეოთხედის შემდეგ 24 ქულით იგებდნენ და შეხვედრაში ინტრიგა დასრულებული იყო.

ლებრონ ჯეიმსმა კვლავ ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა - ბურთს თითქმის არ აცილებდა, 19-დან 14 სროლა ჩააგდო (მათ შორის 4-დან 3 სამქულიანი) და 35 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, ლებრონს, რომელიც ცენტრის პოზიციებსაც ითავსებს, 7 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა ჰქონდა - მათ შორის 6 მეტოქის ფარზე. ლეიკერსისთვის ცუდი ის არის, რომ ლებრონის თამაშს გავლენა, ფაქტობრივად, არ ჰქონია - ჯეიმსმა კატასტროფული -30-ით დაასრულა შეხვედრა.

მემფისის ლიდერმა ჯა მორანტმა 16 ქულა ჩააგდო

რასელ ვესტბრუკმა 12-დან მხოლოდ 2 სროლა ჩააგდო და მატჩი 6 ქულით და -22-ით დაასრულა. ზოგადად, ლეიკერსი კატასტროფული იყო და ერთი შეხედვით მისაღები ანგარიში მხოლოდ მეოთხე მეოთზედში დააფიქსირა. განსაკუთრებით ცუდად კალიფორნიელები დაცვაში გამოიყურებიან. ვოგელის გუნდმა თავის კალათში 127 ქულა მიიღო და მემფისმა ორქულიანების 63 პროცენტი გამოიყენა.

მემფისის ლიდერმა ჯა მორანტმა მხოლოდ 16 ქულა ჩააგდო, თუმცა 'გრიზლებმა' აქცენტი კოლექტიურ კალათბურთზე გააკეთეს და ერთდროულად 6 მოთამაშე ჰყავდათ, რომელთაც 10 და მეტი ქულა ჰქონდათ. მემფისი ამ გამარჯვების შემდეგ მეოთხე პოზიციას მყარად იკავებს, ლეიკერსი კი გადათამაშების ზონაშია - მეშვიდე ადგილზე.

კომენტარები

ბოლო ამბები