Thumbnail
  • მარიამ ბოლქვაძე 1:6, 4:6 ირინა მარია ბარა
  • ლონი კუნგი 3:6, 6:1, 3:6 ეკატერინე გორგოძე

ავსტრალიაში 2022 წლის პირველი დიდი სლემი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით გაიხსნა - ჩოგბურთელები ავსტრალიის ღია პირველობაზე ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვიან. სამწუხაროდ, ქართველი მარიამ ბოლქვაძე (176) ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. ის რუმინელ ირინა ბარასთან ორ სეტში, 1:6, 4:6 დამარცხდა.

ეკატერინე გორგოძის (143) პირველი მოწინააღმდეგე შვეიცარიელი ლონი კუნგი იყო, რომელსაც ქართველმა სამ სეტში აჯობა - 6:3, 1:6, 6:3. გორგოძემ პირველ სეტში მეტოქის ორი ჩაწოდება მოიგო და მარტივად დაწინაურდა, რის შემდეგაც მეორე სეტში საკუთარი მოწოდება 4-ჯერ დათმო და 1:6 დამარცხდა.

გადამწყვეტი მესამე სეტი გახლდათ, სადაც ქართველმა უკეთ იასპარეზა და საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალიდ საგზური გაინაღდა. გორგოძის მეტოქე ავსტრალიელ კიმბერლი ბირელსა და რუს მარინა მელნიკოვას შორის გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ეკო გორგოძეს წყვილთა შორის ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ძირითად ბადეში თამაში გარანტირებული აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები