Thumbnail

2 თვე მოგების გარეშე - ანდრეი შევჩენკოს გათავისუფლება ემუქრება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ანდრეი შევჩენკოს ჯენოას პრობლემები აქვს და გასავარდნ ზონაშია
  • 45 წლის სპეციალისტი გენუური გუნდის მწვრთნელად 2 თვის წინ დაინიშნა

ანდრეი შევჩენკოს იტალიური ჯენოადან გათავისუფლება ემუქრება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და დიდი შანსია, რომ უკრაინელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითონ.

შევჩენკომ ჯენოა ნოემბერში ჩაიბარა, მაგრამ გუნდს კატასტროფული შედეგები აქვს. გენუელებმა ამ პერიოდში სერია A-ში 9 მატჩი ჩაატარეს და მხოლოდ 3 ქულა მოიპოვეს (3 ფრე, 6 წაგება). უკრაინელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჯენოამ ერთადერთი თამაში მოიგო, იტალიის თასზე სალერნიტანასთან, სერია A-ში კი ლიგურიელებს შევჩენკოსთან ერთად ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ.

მაურო ტასოტისა და შევას დუეტი ჯენოაში წარუმატებლად მუშაობს

რასაკვირველია, კლუბის ხელმძღვანელობა ამ შედეგით კმაყოფილი არაა და პრეზიდენტმა ალბერტო ძანგრილომ სპეციასთან საშინაო მარცხი შემდეგ საერთოდ არაფერი გამორიცხა: "რთული პერიოდი გვაქვს და ყველა ჩვენგანის მუშაობას ანალიზი სჭირდება. პირველ რიგში ჩემსას, მაგრამ იგივე ეხება მწვრთნელსა და ფეხბურთელებსაც, აბსოლუტურად ყველას", - თქვა ძანგრილომ.

ჯენოა სერია A-ში 21 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია. იტალიური მედიის ცნობით, შევჩენკოს დავიდე ბალარდინი ან როლანდო მარანი შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები