Thumbnail

ახალგაზრდა სომეხი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • არესტ სააკიანი მხოლოდ 26 წლის იყო
  • მოკრივე კომაში 12 დღის მანძილზე იმყოფებოდა

26 წლის სომეხი მოკრივე არესტ სააკიანი რინგზე მიღებული ტრავმების შედეგად რუსეთის ქალაქ ტოლიატიში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა 26 დეკემბერს შემდეგ კომაში იყო. სწორედ ამ დღეს ექიმებმა კომა და ტვინის შეშუპება დაუდგინეს. თავში მიღებული დარტყმის შემდეგ სააკიანმა გონება დაკარგა და კომაში ჩავარდა. 

ექიმები მის გადარჩენას 12 დღის მანძილზე ცდილობდნენ, თუმცა მოკრივე გონზემოუსვლელად გარდაიცვალა. სპორტსმენის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, სვეტლანამ გაავრცელა.

2000 წლიდან დღემდე რინგზე მიღებული ტრავმებით 34 მოკრივე გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები